მმართველი გუნდის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია.
მისივე თქმით, თმენის ვალდებულება დეპუტატებს აქვთ, რადგან ასეთ თავმჯდომარეს ითმენენ.
ამის შესახებ ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ.
მისი აღიარებითი ჩვენებები განსაკუთრებით ამ ბოლო დროს რაც მან გააკეთა საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით...
ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. მისი მხარდაჭერა, მისი ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თმენის ვალდებულება აქვს.
„ეს არის არასწორი ინფორმაცია - შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ვუწოდო ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს“- განაცხადა კობახიძემ.