26-11-2022
საქართველოს მელიორაცი აწყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ატარებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის წყალგამტარის 1,4 კმ სიგრძის ავარიული მონაკვეთი სრულად განახლდება; შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ხაიში, ქოსალარი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, შავსაყდრისა და წინწყაროს ნაწილი) 800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.
პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარზე მეტია.
მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
„სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ვახორციელებთ. ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაოები მიმდინარეობს ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ ძირითად წყალგამტარზე, სადაც ავარიული მდგომარეობა იყო. მნიშვნელოვანია, რომ, სისტემის რეაბილიტაციით, 800 ჰექტარზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
16-11-2024
16-11-2024