გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსი პოლიტოლოგი: მიუხედავად იმისა, რომ ქართული არმია ნატოს სტანდარტებს პრაქტიკულად სრულად შეესაბამება, მისი ალიანსში გაწევრიანება მაინც კითხვის ნიშნის ქვეს დგას

19-07-2018

საქართველოსა და უკრაინის ნატოში სავარაუდო გაწევრიანებასთან დაკავშირებით „იზვესტიამ“ კომენტარისთვის მიმართა ვლადიმერ ევსეევს, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს.


„უკრაინის არმია არც თავისი იარაღითა და არც სტრუქტურით ალიანის სტანდარტებს არ შეესაბამება. უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე საომარ მდგომარეობაში იმყოფება და რუსეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვს. უკრაინის შიგნით შეიმჩნევა მაღალი დონის არასტაბილურობა და რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია გარკვეულწილად რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტით. ამის შედეგად მიმდინარეობს დეინდუსტრიალიზების პროცესი: იხურება მაღალტექნოლოგიური წარმოება (რაკეტმშენებლობა, ავიაცია, ატომური ენერგეტიკა და ა.შ.) დახურვის პროცესი, მკვეთრად ეცემა ენერგოგენერაციის პოტენციალი, გრძელდება შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება უცხოეთში. ასეთ პირობებში უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის წამყვანი ქვეყნები ხმას არ ამოიღებენ (უპირველესად, გერმანია და საფრანგეთი). და თუ ეს მართლაც ასე მოხდება და თან კიევის დღევანდელი რეჟიმი შენარჩუნდება, ეს ნატოსათვის სერიოზულ პრობლემის შექმნას ნიშნავს.
საქართველოს შემთხვევაში თვისობრივად სრულიად სხვაგვარ სიტუაციას ვხედავთ: ქართული შეიარაღებული ძალების მდგომარეობა თითქმის მთლიანად შეესაბამებიან ნატოს სტანდარტებს, რაც დადასტურდა მრავალრიცხოვანი სამხედრო წრთვნებითა და მანევრებით, ასევე სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციების დროს. თუმცა საქართველოსაც აქვს თავისი მნიშვნელოვანი მინუსები, რაც ხელს შეუშლის ალიანსში გაწევრიანებას: ვთქვათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც დესტაბილიზაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. არაა გამორიცხული, რომ ამის მომსწრე უკვე 2018 წლის ოქტომბერში გავხდეთ, პრეზიდენტის არჩევნების დროს. გარდა ამისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნაწილობრივ აღიარებულ ქვეყნებად ითვლებიან, მათი რეინტეგრირება საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ამას თვითონ ნატოს ხელმძღვანელობა თვლის, კონფედერაციის სახითაც კი შეუძლებელი იქნება, თუნდაც ალიანსმა თბილისს „მაპ“-ი მისცეს. გარდაუვალი იქნება აგრეთვე ნატოსა და რუსეთს შორის სიტუაციის გამწვავებაც, თუმცა ისეთი მწვავე ხასიათი არ ექნება, როგორც უკრაინის შემთხვევაში.


ამრიგად, ნატოს რიგებში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს წევრობაც სერიოზული კითხვების ნიშნის ქვეშ დგას. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელის ყოველი შესაბამისი განცხადება უფრო მეტად ცარიელი დაპირებაა, ვიდრე რეალობა. სამწუხაროდ ადგილობრივი უკრაინელი და ქართული ელიტები ცდილობენ ეს არ შეიმჩნიონ, - ამბობს ვლადიმერ ევსეევი.


P.S. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ამერიკული ტელეარხის Fox News-ის ჟურნალისტის კრის უოლესის კითხვებს უპასუხა. კერძოდ, მას აინტერესებდა, თუ როგორი იქნებოდა რუსეთის რეაქცია უკრაინის ან საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ალიანსში გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და მას თან საკმაოდ რთული მექანიზმი ახლავს, ამიტომაც ხშირად ნატო საკითხებს ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე წყვეტსო. „ასე განლაგდა პოლონეთსა და რუმინეთში ამერიკული იარაღი, რაც რუსეთის უშიშროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოება ჩვენს საზღვრებთან ჩვენდამი მუქარას ნიშნავს და, რა თქმა უნდა, მის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930