29-11-2022
როგორც ჩანს დასავლეთში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ომის და ღალატის პარტიის მეგობრებს და საქართველოს მტრებს რადიკალური ოპოზიციის მომავალ ლიდერად ბიუჯეტის ქურდის, ოლიგარქი დავით კეზერაშვილის ნახვა სურთ. სწორედ ქართული ბიზნესის რეკეტში, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ხელგაწაფული, გაუნათლებელი და უინტელექტო კეზერაშვილია მისაღები მათთვის - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.
როგორც ბოჟაძე წერს, ვისაც კეზერაშვილი საქართველოს მომავალი გონია, სინამდვილეში საქართველოს წარსულია, სამარცხვინო წარსული!
„როგორც ჩანს დასავლეთში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ომის და ღალატის პარტიის მეგობრებს და საქართველოს მტრებს რადიკალური ოპოზიციის მომავალ ლიდერად ბიუჯეტის ქურდის, ოლიგარქი დავით კეზერაშვილის ნახვა სურთ. სწორედ ქართული ბიზნესის რეკეტში, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ხელგაწაფული, გაუნათლებელი და უინტელექტო კეზერაშვილია მისაღები მათთვის ვისაც ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით დაბრუნება და შემდეგ საქართველოს რუსეთთან ცხელი ომის ფაზაში ჩართვა სურს(ჰიბრიდულ ომი ახლაც მიმდინარეობს). ამ პოლიტიკურ ძალებს მათი ერთგული და დასაყრდენი ფიგურა ბევრი ჰყავთ, როგორც ოპოზიციაში, ასევე მედიასა და სამოქალაქო სექტორში, სწორედ ისინი არიან აქტიურად ჩართული ქართული სახელმწიფოს, დედა ეკლესიის, ქართული კულტურის და იდენტობის, ქართველი ბიზნესმენების (ვისთვისაც სამშობლო საქართველოა) წინააღმდეგ ყოველდღიურ, დაუნდობელ და სასტიკ ბრძოლაში, მიზანი ნათელია: ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება, ეკონომიკური ზრდის შეჩერება, სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება, ქაოსის, არეულობის და დესტაბილიზაციის გზით რევოლუციის მოწყობა და სისხლიანი რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება. დღეს საზოგადოება ყველაზე კარგად გრძნობს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შედეგებს, ყველაზე კარგად არჩევს ქვეყნის მტერ და მოკეთე პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისგან, ყველაზე კარგად იცის რა უნდა მისი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის და დიახ, სწორედ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნით დავიცავთ სახელმწიფოში მშვიდობას და სტაბილურობას, ვუზრუნველვყობთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, დიახ, ამას გავაკეთებთ მტრების ჯინაზე, მათ ჯინაზე ვისაც კეზერაშვილი საქართველოს მომავალი გონია, სინამდვილეში კი საქართველოს წარსულია, სამარცხვინო წარსული!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024