29-11-2022
მიმდინარე წლის 1-22 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 17 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1 |
ლანჩხუთი |
01.12.2022 |
ჟორდანიასქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით |
10:00-17:00 |
2 |
ლენტეხი |
02.12.2022 |
თამარ მეფისქ. N 24, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
3 |
გურჯაანი |
05.12.2022 |
თამარ მეფისქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) |
10:00-17:00 |
4 |
ხონი |
05.12.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
5 |
ყვარელი |
06.12.2022 |
კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან |
10:00-17:00 |
6 |
ვანი |
06.12.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
7 |
ბაღდათი |
07.12.2022 |
წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
8 |
დუშეთი |
08.12.2022 |
რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი |
10:00-17:00 |
9 |
ამბროლაური |
08.12.2022 |
კოსტავას ქ. 20 |
10:00-17:00 |
10 |
მარტვილი |
12.12.2022 |
თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ |
10:00-17:00 |
11 |
ცაგერი |
13.12.2022 |
რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
12 |
საჩხერე |
14.12.2022 |
თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
13 |
ონი |
15.12.2022 |
აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ |
10:00-17:00 |
14 |
ტყიბული |
16.12.2022 |
კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
15 |
კასპი |
19.12.2022 |
სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან |
10:00-17:00 |
16 |
ამბროლაური |
22.12.2022 |
კოსტავას ქ. 20 |
10:00-17:00 |
17 |
ყაზბეგი |
22.12.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
16-11-2024
16-11-2024