გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: დავით ჭიჭინაძის გარიცხვა ალბათ მის არაეთიკურ განცხადებებს უკავშირდება

19-07-2018

მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ხშირადაა განსხვავებული აზრი, თუმცა ამის გამო არავინ ირიცხება.

მისივე თქმით, დავით ჭიჭინაძის გარიცხვა, სავარაუდოდ, მის არაეთიკურ განცხადებებს უკავშირდება.

„ხშირად არის ჩვენთან განსხვავებული აზრი და ჩვენი, უმრავლესობის შეხვედრები ყოველთვის არის მრავალმხრივი, განსხვავებული აზრით სავსე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გაირიცხება. ამ შემთხვევაში მისი გარიცხვა ალბათ უკავშირდება მის არაეთიკურ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა კოლეგების მიმართ. უნდა დავუცადოთ არგუმენტაციას და ახსნა-განმარტებას რომელიც სამდივნოს მიერ გაკეთდება“- განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031