2-12-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას მოლდოველიმეღვინე-მევენახეები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
„აღფრთოვანებულები ვართ ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზის ხილვით და ჯიშების მრავალფეროვნებით. ამპოლოგრაფიული კოლექცია ძალიან საინტერესო და უნიკალურია. თქვენ დიდი პოტენციალი გაქვთ ღვინის საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა ვაზისა და ღვინის ეროვნული ოფისის დირექტორმა, ელიზავეტა ბრეანამ.
აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.
16-11-2024
16-11-2024