გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

2-12-2022

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

 

  • მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი. ინვესტიციები განხორციელებული აქვს 420-მდე სტარტაპში, როგორიცაა: Embroker, Eaze, Aircall, Manychat, Shippo, RapidAPI, Worthix, Indio, Pipefy, Innovacer, Vela, Apostrophe დასხვა.

 

  • ბილრაი ჰართი- 1998 წელს ბილრაი ჰართმა დააფუძნა კომპანია გაიკავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.

 

  • სტივ ჰოფმანი - გლობალური ინოვაციური ჰაბის „Founders Space“ - ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც 22 ქვეყანაში 50-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს. იგი ასევე არის ვენჩურული ინვესტორი, სილიკონ ველიზე არაერთი სტარტაპის დამფუძნებელი, რომელიც მოიცავს თამაშებისა და გართობის სფეროს.

 

  • ნაომი კოკუბო - მაღალტექნოლოგიური მეწარმე, ,,ენჯელ ინვესტორი“ და გლობალური ინოვაციური ჰაბის „Founders Space“ - ის თანადამფუძნებელი. შექმნილი აქვს არაერთი სტარტაპი, ინოვაციების  ეკოსისტემის განვითარების მიზნით აქტიურად მუშაობს მეწარმეებთან, ინვესტორებთან და მთავრობებთან მთელს მსოფლიოში.

 

  • საშა მიჩაუდი - ანტერპრენერი 15+ წლის გამოცდილებით. 

 

გამარჯვებულები 2022 წლის 4 დეკემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 17 აგვისტოს მეცხრედ გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის რვა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა.


პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930