გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლენტეხში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

5-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.


უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ ხელედში, რეგისტრირებული სახერხი საამქრო გადაამოწმეს. საამქროს ტერიტორიაზე  დასაწყობებული იყო წიწვოვანიდა წიფლის სახეობის 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).


მიმდებარედ დასაწყობებული პირველადი გადამუშავების პროდუქტიდან კი, 96 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე უკანონოდ იყო მოპოვებული.


სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ჯამში, 253,71 კუბური მეტრი მოცულობის უკანონო ხე-ტყე დაილუქა.


რადგან ხე-ტყის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 61, 5 ათას ლარზე მეტია და ზიანის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930