გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: დავით ჭიჭინაძემ დესტრუქციული ქმედებების გზა აირჩია და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად ლიგიკურია

19-07-2018

პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ შიგნით თითოეული წევრისთვის უზრუნველყოფილია კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა მისივე თქმით მიუღებელია როდესაც ამის გადაზრდა ხდება პიროვნულ შეურაცხყოფაში.
ბერაიას თქმით, დავით ჭიჭინაძემ დესტრუქციული ქმედებების გზა აირჩია და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით იყო სრულიად ლიგიკური.


„ჩვენი პარტიის შიგნით თითოეული წევრისთვის უზრუნველყოფილია კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ მიუღებელია როდესაც ამის გადაზრდა ხდება პიროვნულ შეურაცხყოფაში. უმრავლესობის წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველ ყოვლისა საზოგადოების წინაშე და ასევე გუნდის წინაშეც. და როდესაც გუნდის წევრი ამ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს მისი ადგილი გუნდში რთული დასანახია. სამწუხაროა, რომ ბატონმა დავით ჭიჭინაძემ დესტრუქციული ქმედებების გზა აირჩია და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით იყო სრულიად ლიგიკური“- განაცხადა ბერაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031