გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე ნაცმოძრაობაზე: მათ არეულობის მოწყობის ეს იაფფასიანი ნომერი არ გამოუვიდათ

6-12-2022

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კამპანიას გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, კამპანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხორციელდება და მისი მიზანი ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით დაბრუნებაა.

„ჩვენ მეტწილად საქმე გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ კამპანიასთან. ისინი მოქმედებენ ნაცნობი გზებით და ცდილობენ, ნებისმიერი ხერხით მოიპოვონ ძალაუფლება და, მათი გადმოსახედიდან, ეს შესაძლებელია, თავისუფლად განხორციელდეს ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების საზიანოდ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზნებზეც ისაუბრა:

"როდესაც ჩამოვიდა სააკაშვილი, მათი გათვლა ის იყო, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა და ნებისმიერი, მათ შორის, ძალადობრივი გზითაც კი შეცვლილიყო ხელისუფლება, ქართველი ხალხის, საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სსს-ის გამართული მუშაობის შედეგად მათ ეს იაფფასიანი ნომერი არ გამოუვიდათ" - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30