გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
DW: გერმანიაში სასწრაფოდ სჭირდებათ უცხოელი მუშახელი

8-01-2018

გერმანიაში რეკორდული აღმასვლა ფიქსირდება, რამაც კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაზარდა. ეს პრობლემა კი შრომითი მიგრანტების გარეშე ვერ გადაწყდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.

2017 წლის განმავლობაში ქვეყანაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი და დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2018-შიც გერმანიის შრომის ბაზარზე ბუმი გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების უკმარისობა ზოგიერთ რეგიონში გამწვავდება და კომპანიებს უფრო მეტად მოუწევს უცხოელი მუშახელის მიზიდვა, მათ შორის ევროპის არაწევრი ქვეყნებიდანაც.

შრომის ფედერალური სააგენტოს ცნობით, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 2,385 მილიონი უმუშევარი იყო, რაც 183 ათასით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ციფრი ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 5,3 პროცენტს წარმოადგენს. სააგენტომ გასული წლის საშუალო მაჩვენებელიც გაასაჯაროვა და აღმოჩნდა რომ ის 2,533 მილიონით შემცირდა, რაც გერმანიის გაერთიანების (1990 წელი) შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

იქვე ქვეყნდება დასაქმების სტატისტიკაც, რომელსაც შესაბამისი უწყება Destatis-ი ავრცელებს, რაც ასევე რეკორდული აღმოჩნდა. გასულ წელს გერმანიის მთელ ტერიტორიაზე 44,3 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 638 ათასით (1,5%) მეტია. ასეთი ნახტომი გერმანიის ეკონომიკას 10 წელია არ ჰქონია.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930