გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში

12-12-2022

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6 თვიანი, პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი და 2025 წლის 1იანვრიდან ამოქმედდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის ახალი კოდექსი დიდი სიახლე იქნება და მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის სამინისტროში.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა, დეტალურად შეისწავლეს უცხო ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები დაამუშავეს.


„ერთ ერთი მთავარი საკითხი მინდა რომ გამოვიტანო განსახილველად. დღეს თავდაცვის კოდექსს განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე, ბატონმა ჯუანშერმა წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტი. ეს არის ერთ-ერთ საოცნებო საკითხი პირადად ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას, მათში პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას, გაძლიერებას და დამატებითი მოტივაციის მიცემას. ძალიან მოკლედ გეტყვით, რას გულისხმობს აღნიშნული კოდექსი. დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა. დეტალურად შევისწავლეთ უცხო ქვეყნების გამოცდილებაც, მათ შორის საუკეთესო პრაქტიკები დავამუშავეთ. აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება და რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში. პირველი ხედვა, რაც მინდა მოკლედ გითხრათ, ეს არის შემდეგი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება ამის რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ, მანამდე გაფანტული იყო ეს სამსახური და უნდა ვაღიაროთ, არ იყო ეფექტური. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ. ამიტომ, ამის თაობაზე უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სამინისტროების ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი, გავაანალიზეთ ყველამ ერთად და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს გარდა იმისა, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, რომ დამატებით შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6 თვიანი, 8 თვიანი,11 თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება 6 თვიანი პროგრამა. არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, იქნება ინტენსიური საბრძოლო, სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. ამას გარდა, გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა. ასევე, ჩვენ ერთად გვქონდა ამის თაობაზე საუბარი, გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს თავდაცვის უწყება. ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სამინისტროს სჭირდება მოწესრიგება, სისტემის კარგად მომზადება. ასევე, გვინდა, რომ რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს ჯერ ერთი, ინფორმაციის მიღება და მეორე ის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს ჩაწერა და რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი 2025 წლის 1იანვრიდან. ეს თემა გავლილი გვაქვს და შესაბამისი თანხები მობილიზებული იქნება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930