გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ეკონომიკის სამინისტროში პროკურატურა შედის

21-07-2018

Bm.ge-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა საკითხით ინტერესდება და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს.  საგამოძიებო სამსახური, ამ ეტაპზე, დოკუმენტების გამოთხოვას გეგმავს.


“ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურის გამომძიებლები აღნიშნული უწყებებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვით შემოიფარგლებიან. მოვლენათა განვითარება სწორედ იმ მასალების შესწავლაზეა დამოკიდებული”, - აცხადებს წყარო.


მისივე ინფორმაციით, პროკურატურა იმ დოკუმეტებს შეისწავლის, რომელიც უშუალოდ ტექდათვალიერებას, TIR პარკირებას და SGS უკავშირდება.
Bm.ge აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, პროკურატურას დაუკავშირდა, მაგრამ ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.


შეგახსენებთ: ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება. სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ის დიდი მოცულობის ძრავის მქონე (სამგზავრო და სატვირთო) ავტომობილებს შეეხოთ. ინსპექტირებას საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ბოლომდე გივლის.




Bm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031