გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: იძულებულები გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ

14-12-2022

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვამბობთ რაიმეს, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა და ასეთია, მათ შორის, ვიდეომასალა, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ასევე, ეს ვიდეომასალა ნათლად აჩვენებს და გვაქვს, ასევე, გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი, იყო შემთხვევები, როდესაც ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას, და, ასევე, კონკრეტულად, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, და იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, ჩვენ იძულებული გავხდებით, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, პირდაპირ ვიტყვი – იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ამ მიზნით ჩვენ იძულებული გავხდებით, ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური მოქმედებები, რაც შემდგომ საზოგადოებას ნათლად დაანახვებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.


„კიდევ ერთი მომენტი – ჩვენ ვხედავთ, რომ ოპონენტი ყველა შესაძლო ბინძურ ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესს შეეშალოს ხელი და საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს არასწორი წარმოდგენები; რომ მოხდეს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ამის ნათელი დასტური არის ის, რომ როდესაც ისინი საუბრობენ დასკვნის კონფიდენციალურობაზე ერთი ხელით, მეორე ხელით აქვეყნებენ ისეთ ფოტოებს და შემდგომ, ასევე, ისეთ საუბრის ჩანაწერებს, რომელიც ცალმხრივად ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩვენ შევეწინააღმდეგებით", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930