გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Hürriyet» (თურქეთი): დაკავებულია სტამბოლში! თარხან ბათირაშვილის ქვრივის ისტორია, რომელიც ფილმს ჰგავს

21-07-2018

თურქულ მასმედიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის აბუ-უმარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) ქვრივის სედა დუდუკაევას დაკავების შესახებ საკმაოდ ბევრი მასალა ქვეყნდება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ Hürriyet-ში ჩეთინ აიდინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:


ისტორია, რომელიც ფილმს ჰგავს


დაკავებული ს.დ. (სედა დუდურკაევა) ერთ-ერთი ჩეჩენი ჩინოვნიკის - ასუ დუდურკაევის ასულია. იგი უდარდელად ცხოვრობდა და არაფერი აკლდა. მოგვიანებით ჩეჩენი ქალიშვილის შეხედულებები უფრო რადიკალური გახდა. იგი ინტერნეტით გაეცნო ქართველ ჰამზათს, რომელიც სირიაში ჯიჰადისტების რიგებში იბრძოდა. ჰამზათი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის - აბუ-უმარ ალ-შიშანის მარჯვენა ხელი იყო. ისინი ერთად იზრდებოდნენ საქართველოში, ბავშვობაში მეზობლად ცხოვრობდნენ. სედა დუდურკაევა სირიაში თურქი შუამავლების დახმარებით ჩავიდა, ცოლად გაჰყვა ჰამზათს და გადაწყვიტა, რომ უკან, ჩეჩნეთში აღარ დაბრუნებულიყო.


როცა რამზან კადიროვმა გაიგო, რომ სედა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, მამამისი სამსახურიდან გაათავისუფლა: „რატომ ვერ მიაქციე შენს ფანატიკოს ქალიშვილს ჯეროვანი ყურადღებაო“. რამზან კადიროვმა სედა დუდურკაევას ჩეჩნეთში დაბრუნება „ღირსების საქმედ“ გამოაცხადა.


იმ ხანებში ჰამზათის დედა ლეილა აჭიშვილი თავის შვილს სკაიპით დაუკავშირდა და მისგან სირიაში ჩასვლაზე (მონახულებაზე) თანხმობა მიიღო. ჩეჩნეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლეილას აჭიშვილს დაეკონტაქტნნე და სთხოვეს, რომ იქნებ უკან დაბრუნებისას სედაც თან წამოიყვანოო.


უარი დაბრუნებაზე


როგორც ლეილა აჭიშვილმა განაცხადა გამოცემა Daily Beast-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჰამზათი და სედა საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ სედას სიღარიბე არ ადარდებდა. ისე ჩანდა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. როცა ლეილამ სედას უკან დაბრუნებაზე ლაპარაკი დაუწყო, გოგონამ უპასუხა, რომ სირიაში თავს თავისუფლად გრძნობს და უკან დაბრუნებას იქ სიკვდილი ურჩევნია.


აფეთქების მსხვერპლი


ლეილა აჭიშვილის საქართველოში დაბრუნებიდან ოთხი დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ჰამზათის დაღუპვის შესახებ. აი, ამის გამო კი სედამ უკვე სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ანუ-უმარმა მას ამის ნება არ დართო და უთხრა, რომ „შაჰიდის ცოლი მარტოობაში არ უნდა იყოსოს“. მან სედა ცოლად შეირთო. ამასთან, დადიოდა ხმები, რომ აბუ-უმარმა მეგობარი წინასწარ განზრახულად მოკლაო. როცა ჰამზათი ერთ-ერთი ბრძოლიდან ბრუნდებოდა, მისი მანქანა აფეთქდა და ეს ფაქტი ზოგიერთებმა საეჭვოდ მიიჩნიეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930