გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 200,000 ლარზე მეტია ჯამური ხარჯი ამ ოთხასი დღის განმავლობაში, თუმცა ეს ხარჯი არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო

16-12-2022

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველა პირობაა არის შექმნილი ამ დაწესებულებაში. გარდა ამისა,შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რომ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი Live “-ში განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაცილებით დიდია ის ხარჯი, რაც ქვეყანამ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გასწია.

,,არის აბსოლუტურად კომფორტული პალატა, სამედიცინო დაწესებულებაში და არის შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი. ალბათ, ხარჯებსაც სახელმწიფო დააფინანსებს.

 

უკვე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, სხვათაშორის, სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა. მე როგორც ვიცი, 200,000 ლარზე მეტია ჯამური ხარჯი ამ ოთხასი დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, თუმცა ეს ხარჯი არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რაც მილიარდებს უდრის,” - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930