16-12-2022
აჭარაში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 39 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 2021-2022 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2400 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო სულ აღნიშნული პროგრამით 2012-2022 წლებში ისარგებლა 10 000- მდე სტუდენტმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლება რჩება მთავარ პრიორიტეტად და 2023 წელს განათლების და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსება კიდევ უფრო იზდება.
,,მინდა მოგილოცოთ დღევანდელი წარმატება, მერწმუნეთ, რომ შრომას, განსაკუთრებით როცა საქმე განათლებას ეხება, ყოველთვის მოაქვს შედეგი.
მახარებს, რომ გარდა გარდა სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებისა, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავზრდით განათლების ინფრასტრუქტურის, სუდენტთა ხელშეწყობის, საზღვარგარეთ სწავლების პროგრამების დაფინანსებას. ასევე, სტუდენტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიწნით დაიწყება სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა ბათუმში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის მიზნით 2012 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამას. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
სტუდენტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძემ დააჯილდოვეს.
2023 წლის აჭარის ბიუჯეტის ფარგლებში ასევე იზრდება საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსება და 200-მდე სტუდენტი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. 100 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა-სტაჟირება საზღვარგარეთ.
16-11-2024
16-11-2024