გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: არ გამოვა - ერთი ხელით საჭირო პარტნიორი გვიწოდოთ და მეორე ხელით ჩვენ სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროთ

17-12-2022

ორგანიზაცია “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ერთისმხრივ ვხედავთ ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელია და რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აფასებს. მეორესმხრივ კი, ვხედავთ კორუფციულ სკანდალებში გახვეულ, ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარებს, რომლებიც ყოვლად უსაფუძვლოდ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს და უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

 

როგორც შაქარიშვილი წერს, სანამ ერთმანეთში გაერკვეოდეთ, გახსოვდეთ, რომ საქართველო არასოდეს იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული თქვენს ხელში და თქვენი ინტერესების სამსახურში.

 

"ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახალი ენერგეტიკული პროექტი საქართველოს ანიჭებს ევროპულ დანიშნულებას. რა გამოდის, რომ რას აკეთებს ევროკავშირის ერთი ხელი, არ იცის მეორემ? სურათი შემდეგნაირია - ერთისმხრივ ვხედავთ ევროკომისიას, ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელია და რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აფასებს.

 

ასევე, ახორციელებს მილიარდობით ევროს ინვესტირებას იმ პროექტებში, სადაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია. მეორესმხრივ კი, ვხედავთ კორუფციულ სკანდალებში გახვეულ, ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარებს, რომლებიც ყოვლად უსაფუძვლოდ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს(რაც საერთოდაც არ ადარდებთ) და უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. “რეკომენდაციები” კი უყვართ და იქნებ ამ შემთხვევაშიც მოაყოლონ რჩევა-დარიგება, მათ შორის რომელ ერთს დავუჯეროთ…

 

სანამ ერთმანეთში გაერკვეოდეთ, გახსოვდეთ, რომ საქართველო არასოდეს იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული თქვენს ხელში და თქვენი ინტერესების სამსახურში! საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა - ღირსეული ხალხით, უდიდესი ისტორიით და საკუთარი ეროვნული ინტერესებით! ასე რომ, არ გამოვა - ერთი ხელით საჭირო პარტნიორი გვიწოდოთ და მეორე ხელით ჩვენ სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროთ!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930