გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს

18-12-2022

ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ებრაული თემის დაუღალავი გარჯა საერთო სამშობლოს წინსვლისათვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.


„ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს.


ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძმობა, გავაღრმაოთ საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა.


მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031