გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
11 თვეში ექსპორტის მოცულობა 31.8 პროცენტით გაიზარდა

19-12-2022

მიმდინარე წლის წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 67.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით გაიზარდა და 3 406.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.


საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (621.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (499.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (391.8 მლნ. აშშ დოლარი).


ამასთან, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 932.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 448.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 249.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031