გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

19-12-2022

საქართველოს პროკურატურამ ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 დეკემბერს, ქ.ხონში ბრალდებულებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 18 დეკემბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ოთხს პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.


გამოძიება გრძელდება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930