გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"ბავშვს თავის ქალა ახადა, დედამისზე ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო"

22-07-2018

21 ივლისს, მედიასაშუალებებში ხადას ხეობაში გარდაცვლილი სმიტების ოჯახის წევრების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტები გავრცელდა. კვლევა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულში აღმოჩენილია მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დნმ, რაც სექსუალურ კავშირზე, სავარაუდოდ, გაუპატიურებაზე მიანიშნებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაიან და ქეილებ სმიტების მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილია 4 წლის ქეილების გენეტიკური პროფილი. დასკვნის მიხედვით, მას მიბჯენით ესროლეს.


"პაკეტში წარწერით -1 ორლულიანი სანადირო თოფი, წარწერით BP 0048. მიწის ბალახიანი ნიადაგიდან მოთავსებულ თოფზე არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს. ამავე თოფზე არსებული ბალახიდან გენეტიკური პროფილი შერეულია. გენეტიკური პროფილის მაჟორული ძირითადი წილი ეკუთვნის ქელებ ისმატ სმიტს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის მალხაზ კობაურს", - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც


"კვირის პალიტრას" სანდო წყარო გამოძიების დამატებით დეტალებზე უყვება:


"დადგენილია, რომ კობაურმა თავდაპირველად რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქეილები, თოფის მიბჯენით, ტყვიამ ბავშვს თავის ქალა ახადა. ამის შემდეგ კობაური ქალს გაეკიდა. ქალმა, ცხადია, ხეობაში გზები და ბილიკები არ იცოდა და გაქცევისას რაღაც კლდეს მიადგა, ვეღარსად წავიდა. ჩიხში მოექცეულს კობაური დაეწია და ჯერ გააუპატიურა და მერე, როგორც იკვეთება, წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო. დადგენილია, რომ ქალბატონი ასფიქსიითაა გარდაცვლილი.


კობაურმა ახალგარდაცვლილ, შიშველ ქალს თავისი მობილურით ფოტოები გადაუღო. როდესაც მაშველებმა ჩანჩქერში ქალის გვამი იპოვეს, მასზე ძალადობის ნიშნები ვიზუალურად ვერ ნახეს (ცხედარი ცივი წყალში იყო და არ ეტყობოდა).


კობაურმა სმიტების ფოტოაპარატის გადაგდება ვერ მოიფიქრა და ის ბავშვთან ერთად, თოვლის ზვავის ქვეშ არსებულ ქვაბულში ჰქონდა დამალული. სმიტების ფოტოაპარატში მათ მიერ გადაღებული ფოტო ნახეს, რომელზეც აღბეჭდილია თოფით მომავალი კობაური. გამოძიება ამჟამად მუშაობს იმაზე, დაადგინოს, მკვლელს ვინმე ხომ არ ეხმარებოდა, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით საეჭვო არავინ ჩანს (სავარაუდოდ, არც გამოჩნდება).


პს: როგორც ცნობილია, 20 ივლისს გამომძიებელმა მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური საკანში დაკითხა. დაკითხვას ესწრებოდა კობაურის ადვოკატი დავით გირგვლიანიც. წყაროსავე ინფორმაციით, გამომძიებელთან კობაურმა დანაშაული აღიარა. ისე, როდესაც სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები არსებობ, 19 წლის მწყემსი აღიარებს, თუ არ აღიარებს დანაშაულს, ალბათ ამას აზრი აღარც აქვს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობაურის საქმის ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეს ჩამოშორდა.





kvirispalitra.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30