გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

23-07-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარეს უბნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ფერცულიანის, ბერიტაშილის, ნაკადულის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი ტაბახემელას, წავკისის, შინდისის და დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 11 საათიდან16 საათამდე გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 17 საათამდე კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ბოცვაძის, გაბაშვილის, 8 მარტის, ბარნოვის და გურიის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10:30 საათიდან 18 საათამდე ქეთევან დედოფლის გამზირის(ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის, იორის, უჯარმის, დოლაბაურის, კაჭარავას, გელოვანის და ფორაქიშვილისქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის და ფირდოუსის ქუჩების, 14 საათიდან 18 საათამდე კი ხეივნის, გულუას და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031