ბათუმში ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე ოთხი კომერციული ობიექტი გაქურდეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მძრცველებმა ადგილიდან მხოლოდ თანხა წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, აღნიშნული დანაშაული არასწრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
„წაიღეს დაახლოებით 70 ლარამდე. ყველგან არის თანხა წაღებული, სხვა ნივთებს ხელს არ კიდებენ. აფუჭებენ კარებს“- განაცხადა დაზარალებულმა