გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერმა საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა

21-12-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

ვახტანგ მაისურაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მერიამ ბევრი მნიშვნელოვანი, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. კერძოდ, წელს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, წყალმომარაგება, სკოლამდელი აღზრდა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა იყო.

 

მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები დაფინანსდა 1 200 000 ლარით - ისარგებლა 2 600 მოქალაქემ და 360 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე წლის განმავლობაში დაიხარჯა 24 მილიონ ლარზე მეტი.

 

2022 წელს მუნიციპალიტეტში (14 221 915 ლარი) დაიგო 23 700 გრძივი მეტრი გზის საფარი - 12 სოფელსა და ქალაქის 20 ქუჩაზე.

 

წლის განმავლობაში მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, წყალმომარაგების მიმართულებით ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომლის აღმოსაფხვრელად მომავალ წელს საკითხი კვლავ პრიორიტეტად რჩება.

 

აშენდა 2 ახალი და რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი. მოეწყო საბავშვო სივრცეები, დასასვენებელი სკვერები, სპორტული ინფრასტრუქტურა.

 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეძენილია 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა, 200 ერთეული პლასტმასის ნარჩენშემკრები კონტეინერი, ავტომანქანა ამწე „კალათა“ და გადაეცა ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-ს.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამა დაფინანსდა 150 000 ლარით.

 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 94 პროექტი.

 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას.

 

სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები ქალაქის 2 ცენტრალურ - გიორგი სააკაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე განხორციელდა.

 

გარდა შეჯამებისა, მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეებს 2023 წელს საწყის ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოებიც გააცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031