გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: პრემიერის საუდის არაბეთში ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ვიზიტად

22-12-2022

პრემიერის საუდის არაბეთში ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ვიზიტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს შორის, რომელზეც განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ბევრი მიმართულება.


„მიმდინარე წელს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შედგა უმაღლესი დონის ვიზიტები სპარსეთის ყურის ძირითად ქვეყნებში. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვეწვიეთ კატარს, ვეწვიეთ ემირატებს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სპარსეთის ყურის ყველაზე დიდ ქვეყანასთან უმაღლესი დონის ვიზიტი. შესაბამისად, ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ვიზიტად. შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს შორის, ტახტის მემკვიდრეს შორის, რომელზეც განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრი მიმართულება. სპარსეთის ყურის ყველაზე დიდ ეკონომიკას რა თქმა უნდა, გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოსთან თანამშრომლობის. ჩვენ ვისაუბრეთ გაზრდილ ტურიზმზე საქართველოში და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობაზე. ასევე, ინვესტიციებზე. ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკა და მას გააჩნია საკმაოდ დიდი ინტერესი და შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებზე, ისეთი, როგორიც არის ენერგეტიკა, ვაჭრობა და ამ მიმართულებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ, რომ ვიზიტი არის ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ვიზიტის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, პრემიერების მხრიდან, რომ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით და წელიწადში ორჯერ მოხდეს ანგარიშგება უშუალოდ პრემიერების მიმართ, იმისთვის, რომ პრაქტიკული შედეგები მივიღოთ ამ ვიზიტიდან გამომდინარე. ანუ, ეს ვიზიტი უნდა იყოს ხელშესახები კონკრეტული ეკონომიკური შედეგებით. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიზიტის ფარგლებში შევეხეთ ასევე პოლიტიკურ ვითარებასაც. საქართველო და საუდის არაბეთი ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ჩვენ გვაქვს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. შესაბამისად, ეს არის კარგი წინაპირობები იმისა, რომ საქართველომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთთან თანამშრომლობით მიიღოს ხელშესახები შედეგები. ჩვენ ველოდებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ველოდებით გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, ველოდებით გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს და ეს ყველაფერი უნდა იყოს შეუქცევადი და იმ თანამშრომლობის ჩარჩოებში, რომელზეც უმაღლეს დონეზე იქნა შეთანხმება მიღწეული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930