გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში წიგნების - „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანის“ პრეზენტაცია გაიმართა

23-12-2022

„ბოლო 20-30 წლის ქართულ ისტორიოგრაფიაში ბევრი რამ ჯაბა სამუშიას სახელთან არის დაკავშირებული. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, თსუ სტუდენტმა გამოსცა „ქართული დიპლომატიის ისტორია“, რომელიც მაშინვე იქცა სახელმძღვანელოდ, უნიკალური წარწერა აღმოაჩინა ოშკში. მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფიები, რომელიც საქართველოს ისტორიის სხვადაsხვა პერიოდსა და თემატიკას ეძღვნება და ბევრი ცნობილი თუ უცნობი მოვლენის ანალიზს აკეთებს. ჯაბას ცხოვრების ყოველი ეტაპი უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ის ნამდვილი უნივერსიტეტელია,“- ასე წარადგინა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია მისი წიგნების „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანის“ პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

 

ჯაბა სამუშიას წიგნების პრეზენტაციას თსუ პროფესორები, სტუდენტები, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და მეცნიერებათა აკადემიის წევრები,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, სტუმრები ესწრებოდნენ.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ჯაბა სამუშიას მიერ წარმოდგენილი მონოგრაფიებში საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზეა პასუხი გაცემული. ეს წიგნები ძალიან დიდი შენაძენია ჩვენი ისტორიოგრაფიული მეცნიერებისთვის, რომლიაც ისარგებლებენ ჩვენი სტუდენტები, პროფესორებიდაფართომკითხველი საზოგადოება. ის უნარები, რომელიც ჯაბა სამუშიამ თსუ-ში მრავალწლიანი საქმიანობის შედეგად შეიძინა გამოყენებულია მონოგრაფიებში. ამ ნაშრომებში სწავლა-სწავლებისა და კვლევის კომპონენტები შესანიშნავად არის შეჯერებული ერთმანეთთან.“

 

 

ამ წიგნების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. მასში განხილულია საქართველოს ისტორიის ისეთი საკითხები, როგორებიც არის შუა საუკუნეების პრობლემები, ისტორიოგრაფიის, ისტორიული გეოგრaფიის, მედიცინის ისტორიის საკითხები.

 

ცალკე ეთმობა რამდენიმე სტატია უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებსაც. წინები განკუთვნილია მკითხველთა ფართო ფენისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის წარსული აინტერესებს,“- განაცხადა მონოგრაფიების ავტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

გამომცემლობა „პალიტრა L“- ის მიერ გამოცემულ წიგნში „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ პოპულარულ ენაზე გადმოცემულია ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა თბილისის დაარსება და განაშენიანება, სამეფო კარისა და ურჩი ფეოდალების დაპირისპირება, დავით აღმაშენებლის სტატუსი გამეფებამდე, თამარის ეპოქისა და მისი მემკვიდრეების დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია, შავი ჭირის ეპიდემია მე-19 საუკუნის დასაწყისში, საქართველო და დასავლეთი ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა პირველი რესპუბლიკის დროს და სხვა.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში „საისტორიო ძიებანი“ მოცემულია ინფორმაცია ბიზანტია საქართველოს ურთიერთობის, თამარისა და დავითის ეპოქაში მეფეთა კურთხევის წესის, თბილისის მოსახლეობის შესახებ გვიან შუა საუკუნეებში, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ „თურქეთის საქართველოს“ შესწავლის, კავკასიის იდეის არსებობაზე მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში და სხვა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930