გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

24-12-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა მოზარდებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს.


სამხედროების შვილების უწყებაში სტუმრობა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებთან და ანიმატორებთან შეხვედრით დაიწყო. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებს თოვლის პაპასთან სურათების გადაღების საშუალება მიეცათ და უწყებისგან საჩუქრები გადაეცათ.


ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031