25-12-2022
სიებს ვადგენთო, თქვეს რადიკალ-ნაციონალებმა, ჯერ ხატია დეკანოიძემ დააანონსა, ახლა ანდრო ბარნოვიც იმავეთი იმუქრება. სავარაუდოდ ამ სიების მიხედვით, დალაგებული იქნება ვის დაიჭერენ, ვის აწამებენ, ვის გადაასახლებენ, ვის კი პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავენ. ახლა, არც სიკვდილით დასჯას არ მოერიდებიან, კონსტიტუციით კი არის გაუქმებული ეს მუხლი, თუმცა მათ მმართველობას თუ გავიხსენებთ, ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს ადამიანები საიქიოს გაესტუმრებინათ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ემუქრებიან ყველას, პატრიარქიდან დაწყებული რიგით მოქალაქემდე, ვინც 2012 წელს მათ უარი უთხრა ხელისუფლებაში ყოფნაზე.
„სიებს ვადგენთო, თქვეს რადიკალ-ნაციონალებმა, ჯერ ხატია დეკანოიძემ დააანონსა, ახლა ანდრო ბარნოვიც იმავეთი იმუქრება. სავარაუდოდ ამ სიების მიხედვით, დალაგებული იქნება ვის დაიჭერენ, ვის აწამებენ, ვის გადაასახლებენ, ვის კი პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავენ. ახლა, არც სიკვდილით დასჯას არ მოერიდებიან, კონსტიტუციით კი არის გაუქმებული ეს მუხლი, თუმცა მათ მმართველობას თუ გავიხსენებთ, ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს ადამიანები საიქიოს გაესტუმრებინათ.
1.რატომ ბედავენ ამდენს? იმიტომ რომ სათანადოდ არ მიუღიათ პასუხი იმაზე რაც თავის დროზე ჩაიდინეს !
16-11-2024
16-11-2024