გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: რატომ უნდა ენდოს საქართველოს სასამართლო იმ ამერიკელ ექსპერტს, რომლის დასკვნებსაც ამერიკის სასამართლო არ ენდობა?!

27-12-2022

,,უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური უცხოელი ექიმების დაქირავების ნაცვლად ,,PR" კომპანია დაიქირავეს და მთელ მსოფლიოში ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს,’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტის სამედიცინო დასკვნებს, ამერიკის სასამართლო არ ენდობა.

 

,,რატომ უნდა ენდოს საქართველოს სასამართლო იმ ამერიკელ ექსპერტს, რომლის დასკვნებსაც ამერიკის სასამართლო არ ენდობა?! უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური უცხოელი ექიმების დაქირავების ნაცვლად ,,PR" კომპანია დაიქირავეს და მთელ მსოფლიოში ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს: უამრავი დაავადება ჭირს, ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა აქვს და სასწრაფოდ საზღვარგარეთ არის სამკურნალოდ გადასაყვანიო.

 

ეს შეფასებები ,,ეყრდნობოდა" ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტის სამედიცინო დასკვნებს, რომლის დასკვნასაც ამერიკის სასამართლო არ ენდობა! ერიკ-დევიდ გოდსმიტი გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხეს სადაც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარა ექსპერტიზა, რომლის თანახმად აქვს პოსტ-ტრავმული აშლილობა და დემენცია.

 

მისივე თქმით, დიდი შანსია, დემენცია ტოქსიკურ ელემენტებთან იყოს კავშირში, როგორიც არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი, რაც მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი ციხიდან შესაბამის კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში – ამერიკაში ან ევროპაში, რომ მოხდეს დეტოქსიკაცია ამ ტოქსიური ელემენტების. გოლდსმიტის შეფასებით, ეს დიაგნოზი არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი,’’ - წერს ბოჟაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930