გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილს ბედი აქვს იმაში, რომ საკუთარ საპყრობილეში არ მოხვდა

29-12-2022

უსამართლობაა როდესაც, ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კარგი მეხსიერება აქვს და კარგი პოლიტიკური შემფასებელია, რაც 2012 წელს აჩვენა, ვეუბნებით, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილი თურმე დემოკრატიის შუქურაა და ბიძინა ივანიშვილი - დემოკრატიის უკუსვლის ფუძემდებელი, - განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას. 


მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლესთან სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს წამებულთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რაც ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არათუ დემოკრატია არ იყო, არამედ ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვეოდა.


„რომელ უკუსვლაზე ან წარმატებაზე ვსაუბრობთ, როდესაც, დღეს ვინც პრეზიდენტს მიაკითხა, სწორედ იმ წამებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და ადამიანები იყვნენ, ვისაც სურთ, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ არ განმეორდეს. ის არის დემოკრატიის შუქურა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს საპყრობილეში ადამიანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პირობები იყო და სწორედ ამიტომ იქიდან ყოველ ხუთდ ღეში სამი გვამი გამოდიოდა? მიხეილ სააკაშვილს ბედი აქვს იმაში, რომ საკუთარ საპყრობილეში არ მოხვდა. სხვათა შორის, ხელისუფლების გასაგონადაც მინდა ვთქვა - ვფიქრობ, გარკვეულ ორმაგ სტანდარტს ჩვენც ვუწყობთ ხელს - კი გვეუბნებიან, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო, მაგრამ, საიდან უნდა გავათავისუფლოთ, როცა ის საპყრობილეში კი არა, ოროთახიან ლუქს პალატაშია, სადაც 24 საათი ექიმები ემსახურებიან? ამ დროს კი, სასჯელაღსრულების სისტემაში რეალურად ისეთი ავადმყოფები არიან, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930