გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნიკა გვარამია: მოქმედ თანამდებობის პირებს შორის, კალაძე მსხვილმასშტაბიანი კორუფციონერია

24-07-2018

ამის შესახებ გადაცემა "კვირის აქცენტებში" რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.


"ბიძინა ივანიშვილმა("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე) კვირიკაშვილი(გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი) და ღარიბაშვილი(ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი) დაიჭიროს, ორივეზე ჩავთვლი რომ პოლიტიკურად დევნის.


ღარიბაშვილი ძველი პროცესია, კვირიკაშვილთან დაკავშირებით მე ამას ჩავთვლი, რომ რა მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ... იმიტომ რომ პროცესი დაიწყო პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ამის გარდა, ბიძინა ივანიშვილისგან, ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული, გახრწნილი კაცისგან ვინმეს დაჭერა კორუფციისთვის, ეს იგივეა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის თურქმენეთის პრეზიდენტმა დაიჭიროს რომელიმე მოხელე. კვირიკაშვილი ჩემთვის არავინაა, მე აბსოლუტურად გულგილად ვუყურებ და ნამდვილად იმიტომ არ ვიცავ, რომ გინდა თუ არა, ამ ქვეყნის მთავარი საძულველი ფიგურა ბიძინა ივანიშვილი მას გადაეკიდა...


მე ვანო მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ დეტალურად, მაგრამ ვიძახი რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, იმიტომ რომ მას არ ჰქონია სამართლიანი გამოძიებისა და სასამართლოს უფლება. ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზეც, იგივე ბაჩო ახალაიაზე... ჩვენ ხომ ვიცით, რომ იქ არ ყოფილ ობიექტური გამოძიება, სამართლიანი სასამართლო. ამ ორი რამის გარეშე ადამიანი არ ითვლება დამნაშავედ, თუნდაც ჩვენ გვეგონოს რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული. იგივე იქნება კვირიკაშვილის შემთხვევაშიც.


ჩემი ჟურნალისტური გამოძიებითაც რომ დგინდებოდეს მან 700 მილიონი წაიღო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პატიმრობის საფუძველია.


ვიდრე უჩა მამაცაშვილი და ფარცხალაძეა, გინდათ თბილისის მერი(კახა კალაძე), რომელიც მსხვილმასშტაბიანი კორუფციონერია... ჩემს წარმოსახვაში კალაძე ღრმად კორუმპირებულია, ალბათ მოქმედი თანამდებობის პირებიდან..


აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით, თუ კახა კალაძე პოლიტიკიდან, ივანიშვილის გუნდიდად გასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს და მას მხოლოდ ამის შემდეგ დაუწყებენ დევნას, მე მასაც დავიცავ“, - განაცხდა ნიკა გვარამიამ.



ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031