გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა ხალხს ნიშნისმოგებით ჰკითხა, თუ სად იყო 2007 წელს; ზოგი იყო ციხეში, ზოგი - ციხესთან, ზოგი - უკვე საფლავში, ზოგი - საფლავთან, ზოგიც - ქუჩაში

29-12-2022

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხალხისადმი მიმართვის ფორმას არადიპლომატიურად და არაადეკვატურად მიიჩნევს. მისი თქმით, მართალია, პრეზიდენტმა შეცდომა უკვე დაუშვა, მაგრამ, „მას აქვს შანსი, ამ შეცდომას ბოლომდე არ გაჰყვეს“.


„პრეზიდენტთან მივიდნენ ის ადამიანები, რომელთაც გაუჩნდათ ეჭვი - ხომ არ შეიწყალებს პრეზიდენტი კრიმინალ მიხიელ სააკაშვილს. ამის ეჭვი გააჩინა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე, არამედ ქვეყნის გარეთ წარმოებულმა ორკესტირებულმა პროცესებმაც. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან არის მცდელობა, რომ რამენაირად, მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლობისგან დაიხსნან.


სწორედ ეს აჩენს მათში [აქციაზე მისულ ხალხში] საფუძვლიან ეჭვს.


როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ კრიმინალ მიხეილ სააკაშვილს არასდროს არ შეიწყალებდა, სასახლესთან არავინ მისდგომია და, პირიქით, ადეკვატური პოზიციისთვის მას მადლობა შეუთვალეს. პრეზიდენტმა ხალხს ნიშნის მოგებით ჰკითხა, თუ სად იყო 2007 წელს. ზოგი იყო ციხეში, ზოგი - ციხესთან, ზოგი - უკვე საფლავში, ზოგი - საფლავთან, ზოგიც - ქუჩაში. ნუ უკვირს, რომ ეს ხალხი წარსული მოუშუშებელი ემოციით მივიდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ქვეყანაში სამართლიანობას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930