გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულის სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა

30-12-2022

მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.


სტუმრებისთვის ყველაზე საინტერესო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაცნობა აღმოჩნდა. მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე, სხვა სახის ტექნიკისა და შეიარაღების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღეს. დღის ბოლოს მოსწავლეებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.


საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებზე ღია კარის დღეები რეგულარულად იმართება. დმანისის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეების ვიზიტი კი პირველად მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ ფარგლებში გაიმართა.

მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები უტარებენ.


ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები სამხედრო ბაზებს ეტაპობრივად ესტუმრებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930