9-01-2023
ანდრეი კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რაც 2008-ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში. რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორე, იქ რა გარიგებები მოხდა, ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი. ამ თემაზე საუბარი არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს – არ გულისხმობენ საქართველოს ომში ჩართვას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.
16-11-2024
16-11-2024