გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: გარდა იმისა, რომ შეიარაღების გადაცემის მოთხოვნა საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს ემსახურება, ასევე აჩვენებს, რომ დასავლეთში შეიარაღების მარაგების სიმცირეა; ჩანს, ამან განაპირობა, იარაღის მოთხოვნის წამოყენება

11-01-2023

„პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში შეიარაღების მარაგების კრიტიკული სიმცირეა. იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. როგორც ჩანს ამან განაპირობა, უკრაინის საელჩოს კარის კაცის პირით საქართველოსთვის იარაღის მოთხოვნის წამოყენება,“- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

შაქარიშვილი იხსენებს 2012 წელს “ამერიკის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას და აღნიშნავს, რომ კასიანოვსაც და მის უფროსებსაც დაეხმარება უკეთ შეარჩიონ მოთხოვნის ადრესატი და ის ეძებონ საკუთარ აგენტურაში - სააკაშვილ-კეზერაშვილებში!

 

„გარდა იმისა, რომ შეიარაღების გადაცემის მოთხოვნა საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს ემსახურება, ასევე აჩვენებს, რომ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში შეიარაღების მარაგების კრიტიკული სიმცირეა. გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.

 

როგორც ჩანს ამან განაპირობა, უკრაინის საელჩოს კარის კაცის პირით საქართველოსთვის იარაღის მოთხოვნის წამოყენება. გაგიზიარებთ 2012 წელს “ამერიკის ხმის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რაც კასიანოვსაც და მის უფროსებსაც დაეხმარება უკეთ შეარჩიონ მოთხოვნის ადრესატი და ის ეძებონ საკუთარ აგენტურაში - სააკაშვილ-კეზერაშვილებში! სტატიიდან ერთ ციტატას გამოვარჩევ დანარჩენი კი გაზიარებულ ბმულზე იხილეთ: “თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საოკუპაციო ძალებს სენაკის სამხედრო ბაზა მთლიანად გაეძარცვათ, რათა კორუფციული გზით შეძენილი უხარისხო იარაღისა და სამხედრო მასალის კვალი სამუდამოდ გამქრალიყო“- წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930