გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა

12-01-2023

კასპის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამა

კასპის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი განიხილა და დაამტკიცა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

 

მიმდინარე 2023 წლის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების დახმარებას განსაზღვრულია 1 150 000 ლარით.

 

დღეისათვის აღნიშნული პროგრამა 35 მუხლითაა წარმოდგენილი, რომელშიც მოქალაქეების ჯანდაცვის მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით 11 ცვლილება შევიდა.

 

ცვლილება შეტანილია #6, #8, #10, #14, #16, #17, #18, #19, #29, #32 და 34 მუხლებში. თანხობრივი ცვლილებაა #19, #29, #32 და 34 მუხლებში, რომლებშიც გასულ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია დაფინანსება.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის განცხადებით - 2022 წელს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამით, მუნიციპალიტეტის 2835 მოქალაქემ და 360 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა რაზეც ჯამში 1 178 314 ლარი დაიხარჯა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვცდილობთ ყოველწლიურად გავზარდოთ მუხლების რაოდენობა - რომელიც მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე ემატება“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930