13-01-2023
გასულ, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 043.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32.8 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 5 592.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 450.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 33.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2022 წელს 7 857.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.