გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, ალასანიას ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი

13-01-2023

როგორც ჩანს, ალასანიას ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორად ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი - თავადვე ჩაატარონ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინოს:


1 - ავთენტიკურია, თუ არა ჩანაწერი


2 - ჩანაწერი არის, თუ არა უწყვეტი, ან არის თუ არა მასში უწყვეტი ფრაზები.


3 - არის თუ არა, ფრაზებს შორის წყვეტა (რაც აზრის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა), ან გადაადგილებულია თუ არა სიტყვები ამ ფრაზებში.
აი, ეს მარტივი კითხვები ყველაფერს ბოლომდე ნათელს მოჰფენს.


ფაქტია, რომ სხვა მოსაუბრის, თუ მოსაუბრეების ხმა, ჩანაწერიდან ამოჭრილია. ამიტომ, მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა - არის თუ არა, ჩანაწერი მონტაჟი, ეჭვშეუტანლად პოზიტიურ პასუხს მიიღებს და საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს. ამიტომ, იმ ელემენტარულ კითხვებზე პასუხი, რაც მე ჩამოვთვალე, ბოლომდე დაადგენს სიმართლეს ასპროცენტიანი სიზუსტით.


ვნახოთ, გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი.


თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე“,- წერს იონათამიშვილი.


აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930