15-01-2023
ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის უკან კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე. ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები, პარტიისთვის დამღუპველია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია კულისებიდან პროცესების მართვა.
„რა დროს არჩევნები იყო, მაგრამ მოცემულობა ეს გვაქვს. სამწუხაროდ, ვიღაცას დასჭირდა, პარტიაში შიგნით ძალაუფლების მოპოვებისთვის ამ ბინძური მეთოდის გამოყენება, რომელიც ცალსახად მიმართულია ჩვენი საჯაროდ მხარდაჭერილი კანდიდატის, ნიკა მელიას დისკრედიტაციისთვის“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. თქვეს, რომ პარტიის არა ფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს. მათი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს კულისებიდან მართავს ვარშალომიძე, მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
16-11-2024
16-11-2024