გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია: თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა  ერთნაირად ეხმიანება როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს ისე წინაასაარჩევნო დაპირებებს  

24-07-2018


„თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა,  მსგავსად მერიის მიერ ბოლო ხანს გაჟღერებული სხვა ინიციატივებისა ერთნაირად ეხმიანება როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს ისე წინაასაარჩევნოდაპირებებს“ – ამის შესახებ კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა განხორციელებულია ან უკვე ჩაშვებულია წარმოების პროცესში.

 

 „სატრანსპორტო პოლიტიკა ეს მხოლოდ გადაადგილების საკითხი არ გახლავთ. მისი სწორი შემუშავება და განხორციელება მომავალი თაობების ჯანმრთელობის, ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისა და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულების განუყრელი ნაწილია. ამ არასრული წლის განმავლობაში არ მახსენდება დღე, როდესაც მერი არ აბარებს ანგარიშს თანაქალაქელებს. ბუნებრივია, ჯერ კიდევ უამრავი რამაა პრობლემური, თუმცა დინამიკა და დამოკიდებულება საიმედოა.

მერიასთან თანამშრომლობით ჩვენს არაერთი კანონი მივიღეთ, რომელიც მყარი წინაპირობაა ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და მისი მომავალში ქაოტური არასასურველი პროცესებისგან პრევენციის კუთხით. ამიტომ ვფიქრობ რომ საზოგადოება სამართლიანად აფასებს დადებითად მერიისა და მერის საქმიანობას“ - აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930