16-01-2023
სპორტის მოყვარულთათვის თბილისში სპორტული ბარი „ტრიბუნა" გაიხსნა. სპორტის ქომაგებს აქ საკუთარი რჩეული გუნდებისა და სპორტსმენების გულშემატკივრობა გემრიელი წასახემსებლის ფონზე შეუძლიათ. ბარის დამფუძნებლებმა ჩვენი სააგენტოს სესხის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლეს და ქართველი მომხმარებლის საკვებისა და სპორტის ირგვლივ გაერთიანებას შეუწყეს ხელი.
„კომპანიის მიზანია, ,,ტრიბუნა" ქართველი მომხმარებლისთვის სპორტის საყურებელ საუკეთესო ადგილად იქცეს. მომავალში ვგეგმავთ დამატებით ორი რესტორნის გახსნას და სამუშაო ადგილების გაზრდას. ასევე, კულტურის წამახალისებელ კომპანიებთან სტრატეგიული თანამშრომლობით ვაპირებთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ქომაგობის პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება სტადიონზე თამაშის ყურებასთან" - გიორგი ტალახაძე, „ტრიბუნას" თანადამფუძნებელი.
კომპანიის მთავარ მოტივაციას ინოვაციური საკვები კონცეფციების შექმნით ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. სპორტის სხვადასხვა სახეობის პირდაპირი ტრანსლაციების გარდა, აქ შეგიძლიათ ე.წ Comfort food-ის კატეგორიის საკვების დაგემოვნება.
„ადამიანებს, ვისაც ბიზნესის წამოწყება სურთ, ვურჩევთ იყვნენ მუდმივი ძიებისა და ექსპერიმენტების გამოცდის პროცესში, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს", - გიორგი ტალახაძე, „ტრიბუნას" თანადამფუძნებელი.