გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: „მე ავირჩიე რიჟვაძე“ - ეს იყო იდეალური ილუსტრაცია იმისა, რასაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წელია უკვე აკეთებს ეს „მეფე-მზე“

24-07-2018

POST TV-ის დირექტორი ლაშა ნაცვლიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის დასახელებას გადაცემაში „რეპლიკა“ აფასებს.
მისი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან 14-მა, ანუ დეპუტატების ისეთმა უმრავლესობამ, რომელმაც თუ მოინდომა თავად კონსტიტუციის შეცვლაც შეუძლია და პრეზიდენტიც ვალდებულია მათ ნებას დაჰყვეს, ერთი კანდიდატი დაასახელა. შესაბამისად, ამ გზით, ხელისუფლების წყარომ თავისი რჩეულების, ანუ დეპუტატების ხელით აირჩია აჭარის მთავრობის თავჯდომარე, ხოლო მარგველაშვილს წმინდა ფორმალური, ცერემონიალური ფუნქცია უნდა შეესრულებინა და გაეხმოვანებინა აჭარის მოსახლეობის რჩეულთა არჩევანი და წარედგინა კანდიდატურა. 
„უმაღლესი საბჭოს 2/3 -ის მიერ რიჟვაძის დასახელება მთავრობის თავჯდომარის შერჩევის პროცესში ისეთ მყარ წერტილს ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ ნებისმიერი ე.წ კონსულტაცია მხოლოდ იაფფასიანი პოლიტიკური ინსინუაცია ხდებოდა. თუმცა მარგველაშვილის მთელი ფილოსოფია ინდივიდუალიზმია. მას შემდეგ რაც მარგველაშვილის „მემ“ ფეხქვეშ გათელა ხალხის უმრავლესობის ნება მან ამაყად წარმოთქვა სიტყვები „მე ავირჩიე რიჟვაძე“ - ეს იყო იდეალური ილუსტრაცია იმისა, რასაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წელია უკვე აკეთებს ეს „მეფე-მზე“. „მე ავირჩიე პრეზიდენტის ორი სასახლიდან ეს“ - თქვა მან და ხალხს წაართვა ავლაბრის რეზიდენცია, „მე ავირჩიე ნიუ-იორკში წასვლა“ - თქვა მან და საქართველოდან ერთ ღონისძიებაზე ორი დელეგაციის ვიზიტით ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა. „მე ავირჩიე მიშას პიჯაკები 8 მილიონი გაფლანგული ლარიდან“ - თქვა მან და სააკაშვილი პოლიტიკურ დევნიდალ გამოაცხადა. ინდივიდუალიზმის ამბოხშიც ამას გულისხმობდა ალბათ, „მე კანონის წინააღმდეგ“ - რადგან მისი ყოველი არჩევანი წინააღმდეგობის სულით იყო გაკეთებული. ვეტოს დადებით ის ახდენდა საკანონმდებლო პროცესის საბოტირებას. ერთადერთი რაშიც მისი „მე“ სააკაშვილისას ვერ სჯობნის ეს არის „მე დავიჭირეო“. შეწყალებაში კი მისმა „მემ“ ძალაუფლების უმაღლესი გამოხატულება ჰპოვა“ - ამბობს ანალიტიკოსი. 
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში მაგიური სიტყვა „კონსულტაცია“ ამოიკითხა და მყისვე შტაინმაიერის ერესში ჩავარდა.
„შტაინმაიერმა ურთულესი პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ დაალაგა სიტუაცია, თუმცა ისიც კი ვერ იტყოდა „მე გადავწყვიტე“ ან „მე ავირჩიეო“. ამ ხიბლში ჩავარდნილი მარგველაშვილი, რომელსაც შტაინმაიერისგან განსხვავებით, არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში არავითარი გამოცდილება არ გააჩნია და ქართველი ხალხის წარმოდგენაში კომიკური ფიგურაა - ბათუმს ესტუმრა, თუმცა ეს მოგზაურობაც ფუჭი იყო“- აცხადებს ნაცვლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031