გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - FITUR 2023 მონაწილეობს

18-01-2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2023 მონაწილეობს.


გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებიან. მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანიაა წარდგენილი.


გამოფენის ფარგლებში, ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, საერთაშორისო მედიებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან.


FITUR -2023-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.


მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930