გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა დავოსში, სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე გამართულ დებატებში

19-01-2023

„შარშანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმისა არ იყოს, წელსაც, დღეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე წამოჭრილ დებატებში.


ნიშანდობლივი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასება, რომელმაც საქართველოს და მის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ორმხვრივ (სომხეთი-აზერბაიჯანი) მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შესრულებისთვის, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი დავოსში გამართულ დებატებს. 


როგორც ის აღნიშნავს, საინტერესო იყო იმ მოცულობების გაზრდაზე საუბარი, სადაც „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ტვირთბრუნვა, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, არსებული 25 მილიონი ტონიდან შეიძლება სულ მცირე პერიოდში - 48 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საინვესტიციო ფონდს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 49%-იანი პაკეტი ელოდება თავის პოტენციურ ინვესტორს.


დავოსში წარმართულ დისკუსიაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, საქართველოზე - როგორც ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, "მწვანე" ენერგიის, ინტერნეტის - სატრანზიტო გამტარი დერეფნის წამყვან მოთამაშეზე.


ამ თემებზე დისკუსიაში მონაწილე თურქეთის ლობისტმა კერძო კომპანიის წარმომადგენელმა და ევროკომისარმა ჰანმა (ავსტრია) - საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, აშკარად დაუთმეს აღნიშნულ თემატიკაში ლიდერების თანამომხსენებელთა როლი.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური და წამყვანი ადგილი - საქართველოს ეკავა და სამწუხაროდ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გვერდში - მსოფლიომ  სომხეთი ვერ იხილა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930