გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოჰანეს ჰანი: კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ

20-01-2023

კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განიხილეს.


„ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, ადგილობრივად და გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოზე განხორციელებულ ეფექტთან ერთად,"- აღნიშნავს ევროკომისარი.


იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელში დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსისაც ეხმაურება.


„სასიამოვნო იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა "ევრაზიული შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილად გარდაქმნის" საკითხზე, სადაც ჩემთან ერთად საუბრობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ლიმაკ" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. ეკვროკავშირისთვის დაკავშირებადობა და ევრაზიის შუა დერეფანი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო და არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაზრდელად,"- აღნიშნულია „ტვიტში".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30