გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: CNN არ არის ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანცია, როგორც ეს მავანთ მიაჩნიათ საქართველოში; აშშ-ში ეს აღარც თუ ისე რეიტინგული ტელეარხი არაერთხელ ამხილეს დეზინფორმაციის ტირაჟირებაში

23-01-2023

ახლახანს, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას, რაზედაც მიიღო ძალიან ზოგადი პასუხი ევროჩინოსნისგან - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, რაც სტატისტიკაში საერთოდ არ ჩანს.

 

“Fake news (ყალბი ამბები) საქართველოში არ მოგონილა. ეს დასავლეთის მედიისა და პოლიტიკური აქტორების ხშირი 'აბორიგენული ნაწარმია'. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ სუბიექტის წონადობასა თუ ისტორიას. ვინც ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება ნებსით თუ უნებლიედ, მომავალში მისი დაჯერება ძალიან სათუოა.

 

CNN არ არის ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანცია, როგორც ეს მავანთ მიაჩნიათ საქართველოში. აშშ-ში ეს აღარც თუ ისე რეიტინგული ტელეარხი არაერთხელ ამხილეს დეზინფორმაციის ტირაჟირებაში. ტყუილის გავრცელების საპირწონეა კონკრეტული მყარი ფაქტები, სტატისტიკა, რასაც გვთავაზობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოზე CNN-ის ამასწინდელი ცრუ რეპორტაჟთან დაკავშირებით.

 

ახლახანს, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას, რაზედაც მიიღო ძალიან ზოგადი პასუხი ევროჩინოსნისგან.

 

საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, რაც სტატისტიკაში საერთოდ არ ჩანს. სამაგიეროდ, ევროპის ცალკეული თვალთმაქცი სახელმწიფოები აგრესორ რუსეთთან გაცხოველებულ ვაჭრობას ეწევიან და ამაზე თვალს ხუჭავენ ფსევდოლიბერალი რადიკალი მემამარცხენეები. ასეთია პოსტსიმართლის (Post-truth) ეპოქა - ობიექტური ფაქტები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე აღქმები, პირადი სუბიექტური მოსაზრებები და ფარისევლური დაკვეთები. Ruling party head rejects “false” premise in CNN question to EU leader on sanctioned goods export through Georgia“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930