გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"Let`s Do It" საქართველოს ორგანიზებითა და ესტონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადაეცა

24-01-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ორგანიზაცია "Let`s Do It" -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც პროექტის „იმოქმედე გარემოსთვის“ ფარგლებში სამი წელია მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობენ.

 

ამჯერად, პროექტის ფარგლებში "Let`s Do It" საქართველოს ორგანიზებით, ესტონეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად  სიგარეტის ნამწვისა და გარე ფასადის ურნები გადასცეს.

 

პროექტის ფარგლებში  ფასადის ურნები საჩუქრად გადაეცათ კასპის #1, #2, #3 საჯარო სკოლებსა და ასევე, ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიას. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ "Let`s Do It" საქართველოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა  ღონისძიებებში, ბანაკებსა და მსოფლიო დასუფთავების დღეებში.

 

პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირება სუფთა და ჯანსაღი მომავლისთვის.

 

მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930