გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის ინიციატორიც საქართველო იყო, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო უშუალოდ მონაწილეობდეს მსგავსი ტიპის შეხვედრებში

24-01-2023

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში შეტანილი ცვლილება, რომლის ინიციატორიც საქართველო იყო, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო უშუალოდ მონაწილეობდეს მსგავსი ტიპის შეხვედრებში, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, რომელიც სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ესწრება. 


მისივე თქმით, ქართული მხარის ინიციატივით, ევროპის საბჭოს რეზოლუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია.


„რეზოლუციის პირველსავე აბზაცში ჩაემატა ძალია მნიშვნელოვანი შესწორება, რითაც დადასტურდა და კიდევ ერთხელ, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის გასაგონად გავიმეორეთ, რომ რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ძალის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და დღემდე გრძელდება ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა. რეზოლუციის ტექსტში ასევე გაჩნდა ჩანაწერიც - რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი. 


მედიასთან საუბრისას, „ხალხის ძალის“ წევრი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებასაც გამოეხმაურა. 


„კასიანოვის განცხადება არ არის არც დიპლომატიური და არც - მეგობრული. ჩემი აზრით, მისი განცხადება იმის მაჩვენებელია, რომ სასოწარკვეთილებაშია, რადგან საქართველო, მრავალი განცხადების მიუხედავად,  ვერანაირად ვერ ჩართო ომში. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს დამოკიდებულია რუსეთიs ფედერაციაზე და რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს ამას ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით, ვერავინ იწინასწარმეტყველებს - ფრენების აღდგენა არც საქართველოზეა დამოკიდებული და მით უმეტეს, არც უკრაინაზე“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031